დღეს განვიხილეთ ტრენინგის მეხუთე მოდული - მოსწავლეთა პროექტების შეფასება
და მასში გამოყენებული დოკუმენტების შედგენის და წარმოების სპეციფიკა
დღესაც საინტერესო დღე იყო.
- განვიხილეთ წინა ტრენინგის დავალებებთან არსებული შეკითხვები,
- ბლოგზე ლინკის ჩასმა და ღილაკების ჩამატება,
- განვიხილეთ მოსწავლეთა ინტელექტის მაჩვენებლი ტესტები.
- მოკლედ მიმოვიხილეთ PowerPoint საპრეზენტაციო პროგრამა და შესასრულებელი პრეზენტაციების ტიპებს შევეხეთ.
2.12.2016
დღევანდელი დღე საკმაოდ ნაყოფიერი იყო და ბევრი საინტერესო რამ განვიხილეთ.
- დრაივში მუშაობა - ფაილების და საქაღალდეების ატვირთვა, გაზიარება
- გუგლის დოკუმენტებში მუშაობა (Google docs, Google sheets, Google slides )
- გუგლის ფორმაში მუშაობა - კითხვარის შექმნა - ეს უკანასკნელი ნამდვილად საინტერესო იყო ჩემთვის, რადგან მანამდე მასში მუშაობის დროს გარკვეულ სირთულეებს ვაწყდებოდი..
25.11.2016 - დღე მესამე
დღეს განვიხილეთ საჭირო დოკუმენტები, რომელბიც დაგვეხმარება პროექტის გეგმის შაბლონის მომდევნო პუნქტების შევსებაში. ეს დოკუმენტები იყო:
- მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები;
- რჩევები მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების შესამუშავებლად;
- მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების მაგალითები;
- მიმართულების მიმცემი საკვანძი კითხვების შედგენა;
- განახლებული ბლუმის ტაქსონომიის სიტყვები;
- სასწავლო პროექტის გეგმის ჩეკლისტი;
- ზოგადი კითხვები პროექტის იდეებზე;
ასევე ვიმუშავეთ Publisher -ში.
შესასრულებელია კიდევ ერთი დავალებააა :)
დღევანდელი დღეც საკმაოდ ნაყოფიერი იყო. ..
- მიმოვიხილეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი;
- გავეცანით და განვიხილეთ ncp.ge -ს საიტი და ვისაუბრეთ პროექტის მუშაობის დროს მოცემული საიტის ეფექტურობაზე;
- გავიმეორეთ ბლოგის და პოსტების შექმნა;
- გავეცანით გამოყენებით საოფისე პროგრამა Publisher -ს;
- მივიღეთ კონკრეტული დავალებები;
- ტრენინგი ძალიან საინტერესოა ჩემთვის, ვფიქრობ რომ მეტად სასარგებლო და მეტად საჭირო უნარებს შეძენს ჩემ პროფესიულ საქმიანობას.